„საქართველო და მისი კუთხეები“ - ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა
16-04-2024

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსმა მასწავლებელმა, გაიანე ჩარჩიანმა, მე-6 კლასში, ღია გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა: „საქართველო და მისი კუთხეები“ გახლდათ.

ბავშვებმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ადათ-წესების შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც შემდგომ ერთმანეთს გაუზიარეს.

მათ ამ დღეს, საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალხმრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203