განთიადის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე სანდრო მხეიძე შემოქმედებითი კონკურსის მეორე ტურში წარმატებით გადავიდა 
16-04-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. 

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლე სანდრო მხეიძე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებულ კონკურსში - „ნახატები ბიბლიურ თემაზე“ მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ის უკვე მეორე ტურშია. 

„გისურვებთ წარმატებებს!“ სკოლაში მოსწავლის მიღწევით ხარობენ, ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203