დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
17-04-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში დედანის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. მე-3 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ნატო ნანავას ხელმძღვანელობით, ამ დღისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს. მათ ასევე თემატური პლაკატები, ბარათები შექმნეს და აღნიშნეს, რომ მშობლიურ ენას მოფრთხილება და დაცვა სჭირდება.

ბავშვებმა ასევე ქართული ენის სიდიადეს გაუსვეს ხაზი და პატივისცემა გამოხატეს.

აქტივობები საინტერესო, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი იყო, რამაც ბავშვები გაახალისა.

ეს დღე ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203