„გავიცნოთ ჯავახეთი“ - ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო კონფერენციაზე საინტერესო თემით წარდგნენ
15-04-2024

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთი იდეები ფართო საზოგადოებას გააცნონ. 

ამჯერად, მოსწავლეები ბათუმში გამართულ საგანმანათლებლო კონფერენციაში - „კულტურათა გზაჯვარედინი“, მონაწილეობდნენ. 

კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარადგინეს თემა - „გავიცნოთ ჯავახეთი“, ისაუბრეს საქართველოს ამ ულამაზეს მხარეზე, აუდიტორიას მისი კულტურა და ისტორია გააცნეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა აქტიურობა და მსგავს კონფერენციებში ჩართვა, საჭირო უნარების განვითარების მიზნით. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203