„ო, ენავ ჩემო!“- გვიშტიბის საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, კვირეული გაიმართა
16-04-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ კვირეული - „ო,ენავ ჩემო!“, ჩაატარა.

კვირეულის ფარგლებში, კალიგრაფიისა და ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა. მოსწავლეებმა კედლის გაზეთები დაამზადეს და გამოსცეს. გარდა ამისა, პედაგოგებმა რამდენიმე საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203