პტენის საჯარო სკოლის სპორტულ შეჯიბრში მონაწილე მოსწავლეებს მასწავლებელმა სერტიფიკატები გადასცა
16-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას ჩაერთონ სხვადსხვა შეჯიბრებაში დიდი ყურადღება ეთმობა.

ამჯერად, მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ სპორტულ თამაშში - რაგბი, სადაც თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს. 

აღსანიშნავია, რომ რაგბის შეჯიბრში მონაწილე მოსწავლეებს სპორტის მასწავლებელმა - ზურაბ შავაძემ სერტიფიკატები გადასცა. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების წახალისება, მათ მოტივაციაზე ზრუნვა და განწყობის ამაღლება. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203