ქართული ენის დღესასწაული საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში
22-04-2024
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. კვირეული არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებას მოიცავდა და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.
ქართული ენის დღეების ფარგლებში საინტერესო ღონისძიება გამართეს გიმნაზიის Iბ კლასის მოსწავლეებმა. პატარებმა დამრიგებლის - ლია შარიქაძის ხელმძღვანელობით, საინტერესოდ აღნიშნეს დედაენის დღე და წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიციები.
მოსწავლეებმა ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და აღნიშნეს ენის როლი ერის თვითმყოფადობის საქმეში.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს