
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება საინფორმაციო შეხვედრები საზოგადოებაში აქტუალურ თემებსა და გამოწვევებზე.
ამჯერად, შეხვედრის თემა - ადრეული ქორწინების უარყოფით მხარეები იყო.
მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა არგუმენტირებულად ისაუბრეს თემის ირგვლივ, განიხილეს პრობლემა და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
მოსწავლეებმა საზოგადოებაში გავრცელებულ სტიგმებსა და სტერეოტიპებზეც ისაუბრეს და თამამად გააჟღერეს ის უარყოფითი მხარეები, რაც თან სდევს ადრეული ქორწინებას.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საგნის „მოქალაქეობას“, ფარგლებში, მასწავლებელის თამთა ინასარიძის ხელმძღვანელობით მოეწყო.
იხილეთ ფოტოები: