საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში VI კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი კულტურული ტური
22-04-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა კულტურულ განვითარებას, მათი თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მოსწავლეთა შემოქმედებითობა კი წახალისებულია. 

ახლახან, გიმნაზიის VI წმიდა ნიკოლოზის სახელობის კლასის (დამრიგებელი შორენა ოქრიაშვილი) მოსწავლეები საქართველოს მხატვართა კავშირის საექსპოზიციო დარბაზში იმყოფებოდნენ.

მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მხატვარ თინათინ კრაწაშვილის შემოქმედებას, რომელიც პერსონალური ნამუშევრების სახით გამოფენილი იყო, ექსპოზიციაზე სახელწოდებით - „მხატვრის თვალით დანახული ქალი“...

ისინი ასევე ესტუმრნენ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მუზეუმს, სადაც საგანმანათლებლო პროგრამას - „აღდგომა გაზაფხულის დღესასწაული“ დაესწრნენ. მათ იხილეს პრეზენტაცია, რომლის საშუალებით შეიტყვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული საინტერესო წეს-ჩვეულებების შესახებ. მათ ახლდათ გიმნაზიის პედაგოგი ნინო ბალაშვილი.

ასეთი საინტერესო დღის შემდეგ მოსწავლეები დიდი შთაბეჭდილებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203