
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, ლემშვენიერას საჯარო სკოლას კოლეჯ „მოდუსის“ წარმომადგენლები ხელდამშვენებულნი ესტუმრნენ და X - XI კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.
მათ ისაუბრეს პროფესიულ განათლებაზე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, კარიერის სწორად არჩევის მნიშვნელობაზე და რეგიონში, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია.
სკოლაში კოლეჯის წარმომადგენლებს საინტერესო შეხვედრისთვის მადლობას უხდიან.
„დიდი მადლობა კოლეჯ „მოდუსის“ ყველა წარმომადგენელს ღირსეული თანამშრომლობისათვის. დიდი მადლობა ელენე ტოგონიძეს - სასწავლო პროცესის მენეჯერს და ქეთევან გურგენიშვილს- სასწავლო პროცესის ხარისხის სპეციალისტს ამ დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: