
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და ცოდნის ამაღლებასა და ახალი გამოცდილების შეძენაზე ზრუნავენ.
„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ლიდერთა სკოლის თანატოლგანმანათლებლების ორგანიზებით, ჩატარდა თემატური ტრენინგი ნარჩენების მართვის შესახებ. ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თეკლა სოსელია და ვალერი სოსელია, აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროექტში.
მათ წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ევროპული სტანდარტით ნარჩენების მართვის იერარქია, სპეციფიკური ნარჩენები, ელემენტების ხელახალი გამოყენება, 3R ინიციატივა, მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა და სხვ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ VIII-XII კლასის მოსწავლეები. სესიის ბოლოს ჩატარდა „Kahoot!“ ქვიზის აქტივობა.
ტრენინგი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისოც აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: