„სიზმრად „ვეფხისტყაოსანში“ - იხილეთ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეთა მოკლემეტრაჟიანი ფილმი
16-04-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნინო ჩხეტიას ხელმძღვანელობით, მოამზადეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი პოემა „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტზე დაყრდნობით.

მოსწავლეებმა სიუჟეტზე დაყრდნობით შექმნეს გათანამედროვებული სცენარი, თავადვე მოირგეს პერსონაჟების როლები, გამოავლინეს რეჟისორული უნარები და დაამონტაჟეს ფილმი.

ფილმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი.

პრემიერამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

„ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები მრავალმხრივ განვითარებული და შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებულები არიან“, - აღნიშნავენ სკოლაში.


იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203