დილითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარატეში, სომხეთში გამართულ შეჯიბზე წარმატებით იასპარეზეს
15-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
სასიამოვნო ფაქტია, რომ მათი შრომა ფასდება, მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და არაერთ თემატურ ღონისძიებაში ერთვებიან. ამჯერად, ისინი სომხეთში, კარატეში „შინ-კიო-კუშინ“ სტილში გამართულ შეჯიბრში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს. შედეგად კი, პირველი ადგილი დაიკავეს: ნარე კირაკოსიანმა და სონა ბარსეღიანმა; მეორე ადგილზე გავიდნენ - ერიკ ბარსეღიანი და გრიშა ჩოპურიანი, ხოლო მესამე ადგილი თათევოს ბარსეღიანს, გორ მურადიანს, ნარეგ ახოიანსა და მამიკონ ასატრიანს ერგოთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს