ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა წახალისებასა და ცოდნის გაღრმავებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
შედეგად, მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან. ამჯერად, ისინი, მასწავლებელ მაია ჩაგანავას ხელმძღვანელობით, ქიმიაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიურ კონფერენციაში - „ოქროს რიცხვი“, მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს. მათი სასკოლო პროექტები - „ქიმია, როგორც შთაგონება“, „რას მალავენ ვიტამინები“ და „ვიცნობთ კი თაფლს?“ ფინალურ ეტაპზე გადავიდა.
მონაწილე მოსწავლეები არიან - მარიამ გოგუაძე, ანანო გოგიტიძე, ლანა ბოლქვაძე, ლიზი გვიანიძე, ხატია ხუჯაძე, ხოლო მათი მასწავლებელი მაია ჩაგანავაა.
მათ სკოლაში წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო: