პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ღონისძიებების კვირეული ბაისუბნის საჯარო სკოლაში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
მათ შორის, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც სკოლის დირექციამ ამავე საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი - როლანდი შუბითიძე მიიწვია. გარდა ამისა, ღონისძებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავდმჯდომარის მოადგილე - ივანე ხაჩიძე, საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი - ხათუნა შუშტაკაშვილი და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ლაგოდეხის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელი - ნინო პოპიაშვილი, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში პროექტი მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მის ფარგლებში სპორტული ღონისძიებებიც ჩატარდა, რომელიც 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა. მოსწავლეები ერთმანეთს ფრენბურთში, მძლეოსნობასა და მინი ფეხბურთშო შეეჯიბრნენ. სპორტული აქტივობების ორგანიზატორები სპორტის მასწავლებლები - ვოვა ონიანი, თეიმურაზ ტაბატაძე და დავით შაიშმელაშვილი იყვნენ.
პროექტს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მზია ბეჟაშვილი და მუსიკის მასწავლებელი - მაია ქათამაძე ხელმძღვანელობდენენ.
იხილეთ ფოტოები: