ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გორელოვკის N2 სკოლაში
15-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გამორჩეული და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული, იქ სახელმწიფო ენის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამჯერად, სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. 

მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, პრეზენტაცია გამართეს, საინტერესოდ ისაუბრეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203