თბილისის N28 საჯარო სკოლის პირველკლასელები ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ
18-04-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო. 

მოსწავლეები, პედაგოგ ლია ცერცვაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ხელოვნების სასახლეს - კულტურის ისტორიის მუზეუმს ესტუმრნენ. 

სააღდგომო პროგრამის ფარგლებში პატარებმა მოუსმინეს სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციებს, ასევე მოხატეს სააღდგომო კვერცხები. ბავშვებმა მოისმინეს შოკოლადის დამზადების ისტორია და შეფუთეს კანფეტები. პატარები ხალისიანად ასრულებდნენ დავალებებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203