„ვარჯიში და თამაში გვეხმარება სწავლაში“ - მატნის N1 საჯარო სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა 
15-04-2024
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა სპორტის პოპულარიზაციასა და ამ კუთხით მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში განსაკუთრებულულად აღინიშნა სპორტის საერთაშორისო დღე, დევიზით - „ვარჯიში და თამაში გვეხმარება სწავლაში“. 

ამ დღესთან დაკავშრებით, მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგის - მაკა მალავნიშვილის ხელმძღვანელობითა და სკოლის თანამშრომლებისა და მშობლების ჩართულობით „მხიარული სტარტები“ გამართეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სპორტულ აქტივობებში და თანასკოლელებთან ერთად საინტერესო, სახალისო და ემოციებით დატვირთული გარემო შექმნეს.

ცნობისთვის, 6 აპრილს მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.  2013 წელს, გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ, 6 აპრილი მსოფლიო საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მიღებული დადგენილების თანახმად, 2014 წლიდან, ყოველი წლის 6 აპრილს საქართველო მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ამ თარიღს. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203