დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ილემის საჯარო სკოლაში 
15-04-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ასმათ სხილაძის ხელმძღვანელობით, შთამბეჭდავი წარმოდგენა მოაწყვეს. 

ღონისძიება შემოქმედებითთან ერთად შემეცნებითი ხასიათისაც გახლდათ, მოსწავლეებმა ამ დღის არსზე ისაუბრეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის თვითმყოფადობისთვის ენის ქონდა და მისი დაცვა.

„ღონისძიება წარმოადგენდა აღმაფრთოვანებელ პატივისცემას ქართული ენის მიმართ“, - ასე შეაფასეს სკოლაში მოსწავლეთა წარმოდგენა და პატრიოტული მოტივებით განმსჭვალული ღონისძიება. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203