ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ტრენინგი გაიარეს 
15-04-2024

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა სასწავლო ინიციატივებში და თავიანთ შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. 

აღსანიშნავია, რომ ჯვარის სათემო ცენტრში, არასამთავრებო ორგანიზაციამ „ნეოგენი“ ჩაატარა ტრენინგი - „ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის“, იმისათვის, რომ მოსწავლეებს მონაწილეობა მიეღოთ აუცილებელი იყო აპლიკაციის შევსება, შემდეგ კი - გასაუბრების ეტაპის წარმატებით გავლა.

შესარჩევი ეტაპის საფუძველზეც შეირჩა და ჩამოყალიბდა 18 მოსწავლის შემადგენლობით გუნდი. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს მიეცათ დავალება - დაეწერათ გეგმა, თუ რას გააკეთებდნენ ჯვარისთვის განსაზღვრული ბიუჯეტით.

შესრულებული დავალების საფუძველზე კი, ჩატარდა არჩევნები და გამოვლინდა ორი გამარჯვებული: ლიდერი და ვიცე ლიდერი, რომლებიც ჯვარის N1 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეები - ნანო აქუბარდია (XI კლასი) და ნოდარ ქანთარია ( X კლასი) გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ პროექტში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა თბილისში ახალგაზრდების ჩართულობასა და მათი ინიციატივების ფასილიტაციაზე ორდღიანი ტრენინგი გაიარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით და ხორციელდება „ქეა კავკასიის“ მიერ, ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან, „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრთან“ და „ნეოგენთან“ თანამშრომლობით. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203