ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოქალაქეობის გაკვეთილზე დეზინფორმაციის მავნე გავლენაზე იმსჯელეს 
17-04-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეებსა საინტერესო, შემეცნებით და ინტერაქციულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ამჯერად, „მოქალაქეობაში“, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემაც - „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს საკითხზე: დეზინფორმაციის მავნე გავლენა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, იმსჯელეს თემის ირგვლივ და თავიანთი დამოკიდებულებები ერთმანეთს გაუზიარეს. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებელი დარიკო მელაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203