წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედაენის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი კლასგარეშე აქტივობა 
16-04-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. 

I კლასის მოსწავლეები, ამავე კლასის პედაგოგის, ქეთევან ცარციძის ხელმძღვანელობით ესტუმრნენ დედა ენის პარკს და ლექსებითა და სიმღერებით პატივი სცეს ქართველი ერის სიწმინდეს - დედაენას. 

გარდა დედაენის პარკისა, პატარები ასევე იმყოფებოდნენ თბილისის ციფრულ მუზეუმსა და თბილისის ცირკში, დაესწრნენ სხვადასხვა გრანდიოზულ წარმოდგენას.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი კლასგარეშე აქტივობები ემსახურება შემეცნებითი უნარების განვითარებას და ხელს უწყობს მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203