ჩაისუბნის N2 სკოლის მოსწავლე დიმიტრი ჩიბურდანიძემ ძალოსნობაში, აჭარის პირველობაზე გამარჯვება ზედიზედ ორჯერ მოიპოვა
15-04-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა სიამაყით გვიზიარებს X კლასის მოსწავლის - დიმიტრი ჩიბურდანიძის სპორტულ წარმატებას. 

აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ჩიბურდანიძემ ძალოსნობაში, აჭარის პირველობაზე, 90 წონით კატეგორიაში იასპარეზა, სადაც ზედიზედ ორჯერ პირველი ადგილი მოიპოვა.

როგორც მწვრთნელი ნუგზარ ჯინჭარაძე აღნიშნავს, დიმიტრი ინტენსიურ ვარჯიშებს გადის და საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება. მისივე თქმით, ახალგაზრდას ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ გამარჯვება მოიპოვოს. 

დიმიტრის მასწავლებლები და მოსწავლეები ულოცავენ ამ წარმატებას და მას მრავალგზის გამარჯვებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ მისი წარმატებით განსაკუთრებით საამაყოა დამრიგებელი დოდო ბერიძე.

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203