„მოდგა აპრილი და ტიტებზე გადაიარა…“ - პატრიოტული ღონისძიება ნაბახტევის საჯარო სკოლაში
15-04-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

სკოლაში, დაწყებითი კლასებისა და მე-7 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულ გმირებს და დევიზით - „მოდგა აპრილი და ტიტებზე გადაიარა…“, საქართველოს არც ისე შორეული წარსული კიდევ ერთხელ გაიხსენეს. 

მოსწავლეებმა თემატიკიდან გამომდინარე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, ემოციური სიტყვებით გაიხსენეს 9 აპრილის ქრონიკა და  შესრულდა სიმბოლური მუსიკალური ნომრები. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა კი თავიანთი ხელით დაამზადეს ამ დღის სიმბოლოდ ქცეული ტიტები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორები: მე-7კლასის ხელი მაია რიჟამაძე და მე-4 კლასის ხელმძღვანელი ეკატერინე თედეშვილი გახლდათ. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4 კლასის მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ხელოვნების მასწავლებელი ანა ღამბარაშვილიც ლოზუნგების მოხატვაში დიდი სიამოვნებით მონაწილეობდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203