„თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა...!“ - 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში
15-04-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა...!“, გაიმართა. 

ღონისძიება სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო კლუბ „სხივის“ წევრთა ინიციატივით მოეწყო. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა არც ისე შორეული წარსული კიდევ ერთხელ გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35-ე წელი გავიდა, როცა რუსთაველის გამზირზე რუსეთის არმიამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. ამ დღეს შეეწირა 21 ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის იყვნენ ქალები და ბავშვები.

სკოლაში ასევე აღინიშნა ისიც, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა საფუძვლად დაედო დამოუკიდებლობის აღდგენას.

მოსწავლეებმა გაიხსენეს, რომ ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო პოსტერები, მოამზადეს პრეზენტაცია და წარადგინეს დამსწრე საზოგადოების წინაშე.

ღონისძიების დასასრულს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას და მადლობა გადაუხადეს თავისუფლებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ კლუბის კურატორი თამილა რიონიძე გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203