იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში მიღწეული წარმატებითვის დაჯილდოვდნენ  
15-04-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საგანმანათლებლო ოლიმპიადაში და თავიანთ ცოდნას წარმოაჩენენ. 

ამჯერად, მოსწავლეები „ტვინების ბრძოლის“ 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატზე ნაჩვენები უმაღლესი შედეგისათვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლის გუნდმა - „სმარტები“, საკმაოდ კარგად იასპარეზა და ოპონენტებს წარმატებული კონკურენცია გაუწია. 

სკოლაში მოსწავლეების წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მხარდაჭერა, აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინონ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203