ხორენიის საჯარო სკოლაში 9 აპრილის მოვლენების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო
16-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობები ეძღვნება.

ახლახან, ბილინგვური სწავლების სპეციალისტმა - ლიზა მურმანიშვილმა, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, უფროსკლასელებისთვის ფილმის ჩვენება მოაწყო.

ჩვენებას სკოლის დირექტორი - რუბენ ვარდანიანი, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. აქტივობამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203