ჯანსაღი ცხოვრების წესი და სუფთა ჰაერი - ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინგლისური ენის გაკვეთილი ღია ცის ქვეშ ჩაუტარდათ
15-04-2024
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

ახლახან, ინგლისურის გაკვეთილზე, პედაგოგ თამუნა შანავას ხელმძღვანელობით, lV კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. 

პედაგოგის მხარდაჭერით, მოსწავლეებისთვის, გაკვეთილი ეზოში გაიმართა და ბუნებაში, მოსწავლეებმა უკეთ დაამუშავეს აღნიშნული თემა, ბოლოს კი საგზლად წაღებული, ჯანსაღი საკვებიც მიირთვეს. 

იყავით მეტი აქტიურები! დაკავდით მეტი სპორტით! არ გამოტოვო საუზმე! პიკნიკი ბუნებაში ჯანსაღი პროდუქტებით, რჩევები ჯანსაღი ცხოვრებისთვის და შესაბამისი რჩევები / Healthy Lifestyle Grade-lV.Be more active! Do more sports!Don't skip breakfast!Picnic in nature with healthy products,tips for healthy living and appropriate advice -  ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი. 

მოსწავლეებისთვის დღე მეტად დასამახსოვრებელი, მხიარული და შემეცნებითი იყო. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203