„ჩვენი სოფლის მდინარის შენაკადები“ - ზემოსურებისა და დაბლაციხის სკოლების საინტერესო ერთობლივი პროექტი 
15-04-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურებისა და დაბლაციხის საჯარო სკოლების თანამშრომლობით, ხორციელდება საინტერესო პროექტი სახელწოდებით - „ჩვენი სოფლის მდინარის შენაკადები“. 

აღსანიშნავია, რომ ერთობლივ პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი ორივე სკოლის ეკოკლუბის წევრები. 

პროექტში, მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობენ, ეცნობიან ახალ და საინტერესო ინფორმაციებს, თავიანთ გამოცდილებას კი ერთმანეთს უზიარებენ. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის, გიორგი ზამბახიძის დახმარებით რუკაზე აღნიშნეს, სურების ხეობაში გავრცელებული მცენარეებიც და ამით კიდევ უფრო მეტი გაიგეს თავიანთი მხარის ფლორის შესახებ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203