„წერილი მეზობელ ქვეყანას“ - საინტერესო ინიციატივა ციხისძირის საჯარო სკოლაში 
15-04-2024

ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში თვლიან, რომ პროექტებით სწავლება, მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა - „საქართველოს საზღვრები“. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გაიმართა საინტერესო აქტივობა - წერილი მეზობელ ქვეყანას სახელწოდებით - „გამარჯობა მეზობელო“. 

აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ და მეზობელი ქვეყნებისათვის საინტერესო, ემპციური წერილები გაამზადეს, ასევე შთამბეჭდავი პლაკატები შექმნეს და მათი პრეზენტაცია კლასის წინაშე წარადგინეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203