„მათემატიკა ყველგანაა“ - საინტერესო ვიქტორინა ბეჟანოს საჯარო სკოლაში 
15-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება-ვიქტორინა,  თემაზე - „მათემატიკა ყველგანაა“. 

აღსანიშნავია, რომ ვიქტორინას მასწავლებელი სუსანა ქციანი ხელმძღვანელობდა. 

ღონისძიებაში დიდი ინტერესითა მონაწილეობდნენ  IV, V, VII და IX კლასის მოსწავლეები, რომლებმაც თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და ერთმანეთს ძლიერი კონკურენცია გაუწიეს. 

აღსანიშნავია, რომ თემატიკა იყო მრავალფეროვანი: შემეცნებითი, აღმზრდელობითი, ლოგიკური და ესთეტიკური.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ჯგუფური მუშაობის, ურთიერთთანამშრომლობის, ლოგიკური აზროვნებისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარებას.

ღონისძიების ბოლოს კი, მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203