„ჯანსაღი ცხოვრების წესი და ვიტამინების მნიშვნელობა“ - საინტერესო პროექტი გურკელის საჯარო სკოლაში  
15-04-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში მოსწავლეების წახალისებას იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და ამ მიმართულებით აიმაღლონ ცნობიერება, დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, მოქალაქეობაში განახორციელეს პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი და ვიტამინების მნიშვნელობა“.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოიძიეს და შეისწავლეს, ჯანსაღ ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაცია, გაიაზრეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს სპორტს, სწორ კვებას და ვიტამინებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დაადგინეს და გამოთვალეს ინდივიდუალურად საჭირო კალორია დღიურ რაციონში. ასევე მოიწვიეს ამ თემებთან დაკავშირებით სკოლის ექთანი და მისგან მიიღეს ყველა საინტერესო კითხვაზე პასუხი.

მოსწავლეებმა მოძიებული მასალა თვალსაჩინო ადგილზე გააკრეს, რათა ყველა დაინტერესებული პირი გაცნობოდა

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203