სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში „ანბანის გაცილების“ კვირეული გაიმართა
30-05-2018

სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში „ანბანის გაცილების“ კვირეული გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

პირველკლასელებმა ლექსები წაიკითხეს, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აღნიშნეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. 

„მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებით შეამკეს თოთოეული ასო-ბგერა, გაიხსენეს დიდი იაკობის ღვაწლი, მუხლი მოიყარეს მის წინაშე და სიყვარულით გულში ჩაიხუტეს „დედა ენა“, შეიყვარეს ანბანი და მოწვეული სტუმრები ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203