
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში დიდი ყურადება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას.
ამჯერად, Iდ კლასის მოსწავლეებმა, პროექტის - „დავიცვათ დედამიწა, რათა დაგვიცვას“, ფარგლებში, სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა მოსწავლე ხალისით ჩაერთო აღნიშნულ აქციაში.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი აქტივობები ემსახურება მდგრადი განვითარების მე -13 მიზანს - „კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებებს“ და ხელს უწყობს ამ კუთხით მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას.
აღსანიშნავია, რომ კლასის ხელმძღვანელი ქეთი ცარციძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: