კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და ორცხობილებით გაუმასპინძლდნენ
15-04-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლების მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს. 

აღსანიშნავია, რომ სოფელ კუჭატანში აქტიურად მიმდინარეობს გზის დაგების სამუშაოები, ეკოკლუბის წევრმა ბავშვებმა კი, მადლიერების ნიშნად, საკუთარი ხელით მომზადებული ორცხობილებითა და ცხელი სასმელებით უმასპინძლეს იქ მომუშავე ადამიანებს. 

მოსწავლეთა ყურადღებამ, აღტაცება და დიდი მოწონება დაიმსახურა. ბავშვებმა გულითადი მადლობა მიიღეს, ამ მისაბაძი საქციელისთვის.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ  ყოველთვის მზად არიან მიიღონ მონაწილეობა მსგავს სასარგებლო და სასიკეთო საქმეში.

„თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის“, - ეს გახლდათ მოსწავლეთა გზავნილი.

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203