დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „კლდის ვეფხვის“ - მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
15-04-2024
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო, მამოტივირებელი და შეგეგზე ორიენტირებული აქტოვობები ეწყობა.
ამჯერად, მოსწავლეები ქართველი „კლდის ვეფხვის“ - მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. მუზეუმი მისი სახელის უკვდავსაყოფად დაარსდა.
მოსწავლეებმა მიხეილ ხერგიანის პირადი აღჭურვილობა, ფოტოგალერეა, მისი ჯილდოები, ასევე XI საუკუნის კოშკი და ბევრი საინტერესო ექსპონატი დაათვალიერეს. ისინი გასვლით აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და სკოლაში შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
„მადლობა მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმს“,- სკოლაში თანამშრომლებს მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს