კვირიკეს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოგზაურობა მათემატიკის საოცარ სამყაროში
15-04-2024
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება.
მათ შორის, სკოლის მათემატიკის წრის წევრებმა მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი (π რიცხვის დღე) მიძღვნილი აქტივობა - „ვიმოგზაუროთ მათემატიკის საოცარ სამყაროში“ გაიმართა.
მოსწავლეებმა საინტერესოდ შემდეგი თემების შესახებ ისაუბრეს: სიმეტრია ბუნებაში; ოქროს კვეთა; პირამიდები; მათემატიკური სიმბოლოები.
აღსანიშნავია, რომ დამსწრე მოსწავლეებმა მათემატიკურ ქვიზებს უპასუხეს და კროსვორდი შეავსეს.
დღემ ძალიან საინტერესოდ, ნაყოფიერად და დიდი წარმატებით ჩაიარა.