ხუნწის საჯარო სკოლის I-V კლასის მოსწავლეები, დედაენის დღესთან დაკავშირებით, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
15-04-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.

ამჯერად, დედაენის დღესთან დაკავშირებით, I-V კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები გორში, სოფელ ვარიანში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი და დედაენის ძეგლი დაათვალიერეს. მათ სახლ-მუზეუმის ეზოში წაიკითხეს ლექსი „ანბანთქება“. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ვარიანიდან დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203