ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯარისკაცების ცხოვრებას გაეცნენ
15-04-2024

ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

აღსანიშნავია, რომ IX კლასში საგანი სამხედრო საქმე ისწავლება, პედაგოგი კი თადარიგის მაიორი კახაბერ გიორგაძეა. საგნის მიზანია მოსწავლეების პატრიოტული სულისკვეთებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება. როგორც სკოლაში გვიყვებიან, დისციპლინის შინაარსიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ქვედანაყოფებში, პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება აქტუალურია.

10 აპრილს თავდაცვის ძალების სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ღია კარის დღე მოეწყო. სკოლის IX-X კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები ბაზაზე არსებულ გმირთა მემორიალს, მე-2 ქვეითი ბრიგადის ისტორიას, ბაზაზე არსებულ სამხედრო ტექნიკას გაეცნენ. მათ ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

სამხედრო ინსტრუქტორებმა ტექნიკისა და იარაღის გამოყენების წესებსა და მოქმედების პრინციპებზე ისაუბრეს. სამედიცინო ინსტრუქტორებმა კი, მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესები გააცნეს. მოსწავლეებმა სამხედროებთან ერთად ისადილეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ღონისძიებაში 25 მოსწავლე, 2 მასწავლებელი - თადარიგის მაიორი, კახაბერ გიორგაძე და X კლასის დამრიგებელი სალომე სხულუხია, სკოლის დირექტორი - მაკა გუბელაძე და სსსმ მოსწავლის დედა - ეკა ანასაშვილი მონაწილობენდნ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203