„საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“ - პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, 9 აპრილთან დაკავშირებით, კედლის გაზეთი შექმნეს
15-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი თარიღები კი ყოველთვის შესაბამისად აღინიშნება. 

ამჯერად, საინტერესო აქტივობა 9 აპრილს მიეძღვნა. თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძეს, დაახარისხეს და თემატური ნამუშევრები მოამზადეს. 

აქტივობას შემდეგი გზავნილი გასდევდა - „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“. სკოლაში  9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, საინტერესოდ ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203