ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება დამალის საჯარო სკოლაში
15-04-2024
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მოსწავლეებმა, სახელმწიფო ენის კათედრის ორგანიზებით, კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება გამართეს, რომელიც 14 აპრილს - ქართული ენის დღეს მიეძღვნა. მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. 

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, იმღერეს და სხვადასხვა ნომერი წარადგინეს მათ ამით სახელმწიფო ენას პატივი მიაგეს.

ღონისძიება მასწავლებლების - ნათია ზედგინიძე-სოღოიანის, ასთხიკ საღათელიანისა და მელსიდა გრიგორიანის ჩართულობით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203