დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული გეგუთის N2 საჯარო სკოლაში
16-04-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ქართული ენის დღესასწაულს კვირეული მიეძღვნა. მთელი კვირა დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით. 10 აპრილს ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, 11 აპრილს - ვიქტორინა და კონკურსი - „მცდარია-სწორია“, 12 აპრილს მოსწავლეებმა ქართული ენის საკითხებზე მოხსენებები წაიკითხეს. კვირეული კი საზეიმო დახურვით დასრულდა. ბავშვებმა წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები, გამოსცეს კედლის გაზეთი.   

ბოლოს დასახელდნენ გამარჯვებულები. კალიგრაფთა კონკურსში თავი ისახელეს მე-9 კლასის მოსწავლე ქეთევან ურუშაძემ და მე-8 კლასელმა - ნია სირაძემ. ვიქტორინაში გაიმარჯვა მე-8 კლასმა, ხოლო „სწორია-მცდარიას“ გამარჯვებულები გახდნენ მე-4 კლასის მოსწავლეები.

გამარჯვებულ მოსწავლეებს და კლასებს გადაეცათ დიპლომები და სიგელები.

„გვჯერა მომავალი თაობა იგრძნობს იმ დიდ პასუხისმგებლობასა და პატივს, რასაც ქართული ენის პატრონობა და მის სადარაჯოზე ყოფნა ჰქვია“,- აღნიშნავენ სკოლაში და კვირეულის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203