
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.
ამჯერად, სკოლაში მეთერთმეტეკლასელი ლუკა ნიქაბაძის ბრწყინვალე სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
იგი საქართველოს ჩემპიონი გახდა სამბოში.
სკოლაში მოსწავლეს მიღწევას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„გაგვახარა ჩვენმა მეთერთმეტეკლასელმა ლუკა ნიქაბაძემ. ვულოცავთ ლუკას ამ დიდ გამარჯვებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: