გეგუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა პატრიოტული ღონისძიება
15-04-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამიტომ, სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება. ახლახან, მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება ჩაატარეს, რომელიც 9 აპრილს მიუძღვნეს.
მათ ლექსები 9 აპრილსა და ამ დღის გმირებზე წაიკითხეს. გარდა ამისა, ნახეს დოკუმენტური ფილმი.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ამ დღემ დასაბამი მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას და ახალი თაობა არასოდეს დაივიწყებს, გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს