საინტერესო თანამშრომლობითი პროექტი და ორი საგნის ინტეგრირებული გაკვეთილი - ხონის N2 სკოლის მოსწავლეები კულტურულ ძეგლებს გაეცნენ
16-04-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ხონის N2 საჯარო და ხონის N1 საჯარო სკოლებს შორის, მე-7 კლასელთა მონაწილეობით კიდევ ერთი თანამშრომლობითი პროექტი შედგა.

მათი ჩართულობით, ჩატარდა სამოქალაქო განათლებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის (პედაგოგები: მაია მაჭარაძე, მირანდა ხურცილავა) ინტეგრირებული გაკვეთილი.

გაკვეთილის თემა - კულტურული მემკვიდრეობა, მატერიალური და არამატერიალური ძეგლები, გახლდათ.

გაკვეთილი დატვირთული იყო შემეცნებითი და საინტერესო აქტივობებით. თემა სიმბოლურად დაემთხვა დედაენის დღისა და კულტურული ძეგლების საერთაშორისო დღის აღსანიშნავ თარიღებს.

„მადლობა პირველი სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებელს! თანამშრომლობითი კუთხით მომავალშიც საინტერესო გეგმებიც დაისახა!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203