ხაიშის საჯარო სკოლა პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა - პედაგოგებმა დამსწრე საზოგადოებას გამოცდილება გაუზიარეს
15-04-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლას აქტიური სასკოლო საზოგადოება ჰყავს. აღსანიშნავია, რომ სკოლის წარმომადგენლები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან.

ისინი 22-23 მარტს, უწყვეტი განმავითარებელი შეფასების ტრენინგებში მონაწილეობდნენ, ხოლო 5-7 აპრილს ტრენინგში - „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის პროექტი“ ჩაერთნენ, რომლის ფარგლებშიც, მუშაობა მთლიანი სკოლის გაუმჯობესების პილოტირებაზე მიმდინარეობს.

აღნიშნულ პროექტებისა და ტრენინგების განხორციელებაში ხაიშის სკოლა აქტიურად არის ჩართული.

„10 აპრილს, სკოლის წარმომადგენლები მსოფლიო ბანკის, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისა და განათლების სამინისტროს ინიციატივით, ჩატარებულ პანელურ დისკუსიას ესწრებოდნენ, სადაც დამსწრე საზოგადოებას მთლიანი სკოლის გაუმჯობესებისა და განმავითარებელი შეფასების პილოტირებებში მონაწილეობის შესახებ, გამოცდილება გაუზიარეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203