ხონის N4 საჯარო სკოლაში, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით, შემეცნებითი აქტივობები ჩატარდა 
15-04-2024
ხონის N4 საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოწავლეთა მოტივირებასა და სხვადასხვა მიმართულებით, ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს. 

ამ მიზნით, სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება. ახალხან, IV - VI კლასების მოსწავლეებმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს. ისინი აქტივობაში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა აუტიზმის შესახებ საბავშვო ანიმაცია ნახეს, თემატური პოსტერები შექმნეს. გარდა ამისა, საკითხთან დაკავშირებით, საკუთარ როლსა და დამოკიდებულებზე ისაუბრეს.

აქტივობამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203