იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო პროექტ-გაკვეთილი მიეძღვნა
15-04-2024
იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა სახელმწიფო ენის მნიშვნელობა და მისი ისტორია ნათლად გაიაზრონ. 

ამიტომაც, ბუნებრივია, რომ სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - სოფიო ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით, IX კლასში (კლასის დამრიგებელი ბელა ხეცურიანი) პროექტ-გაკვეთილი - „14 აპრილი - საქართველოს სახელმწიფო ენის დღე!“,  ჩატარდა. 

პროექტ-გაკვეთილზე მოსწავლეებმა პრეზენტაციები, ვიდეორგოლები, პოსტერები და ბროშურები წარადგინეს. მათ ქართული ენის დაცვაზე, მის მნიშვნელობაზე, ენის წაროშობასა და განვითარების ისტორიაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები და რაც მთავარია, გაიხსენეს 1978 წელს განვითარებული ისტორიული მოვლენები, რომლებიც საფუძვლად დაედო სახელმწიფო ენის თარიღის დაარსებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203