ქუთაისის N40 საჯარო სკოლის გუნდი „ნიკე“ ინტელექტუალურ თამაშში, იმერეთის ჩემპიონია 
17-04-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. პედაგოგები, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

სკოლის გუნდი „ნიკე“ ჩემპიონია. მე-6 კლასის მოსწავლეთა შექმნილი გუნდი „ინტელექტიადას“ იმერეთის ჩემპიონატში მონაწილეობდა, რომელიც მე-6 კლასის მოსწავლეებისგან იყო დაკომპლექტებული.

გუნდში ირიცხებოდნენ:

  1. ბარბარე დათიაშვილი;
  2. ელენე კოღუაშვილი;
  3. ელენე ხურციძე;
  4. ანასტასია დიაკონიძე;
  5. მათე თევდორაძე;
  6. დათო კვერღელიძე.

ჩემპიონატის მიზანია:

• ინტელექტუალური თამაშების პოპულარიზაცია;
• ზოგადი განათლების მიღების სტიმულირება;
• გუნდში მუშაობის უნარების გამომუშავება;
• სხარტი და ანალიტიკური აზროვნების უნარების განვითარება;
• რისკების ანალიზისა და გამბედაობის უნარების განვითარება;
• საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღების უნარების განვითარება.

სკოლის გუნდმა - „ნიკემ“ „ინტელექტიადას“ იმერეთის ჩემპიონატში, V-VI კლასების კატეგორიაში, სადაც იმერეთის მაშტაბით 32 გუნდი მონაწილეობდა, პირველი ადგილი ერთპიროვნულად მოიპოვა.

„ვულოცავთ, ქუთაისის N40 საჯარო სკოლას ამ დიდი გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203