გაიცანით ქუთაისის N40 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე, ახალგაზრდა ძიუდოისტი ნოდარ დავითძე, რომელმაც საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა
17-04-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ამჯერად სკოლა მე-8 კლასის (კლასის ხელმძღვანელი ნინო ბანცაძე), სპორტული აქტივობებით გამორჩეულ მოსწავლეს - ნოდარ დავითაძეს გვაცნობს. 

ნოდარ დავითძე ვარჯიშობს ქუთაისის ძიუდოს კლუბში - „Judo Club „Tsirekidze“ - ძიუდოს კლუბი „ცირეკიძე“, იგი 2024 წლის 19-25 მარტს იმყოფებოდა თურქეთის ქალაქ ქოჯაელში საერთაშორისო ტურნირზე, სადაც წარმატებით იასპარეზა და თანატოლთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.

ქუთაისის N40 საჯარო სკოლა, მთელი შემადგენლობით, წარმატებებს და შემდგომ გამარჯვებებს უსურვებს ახალგაზრდა სპორტსმენს სკოლის და სამშობლოს სასახელოდ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203